გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ან ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და ეროვნული პოლიტიკით რეალურ სუვერენიტეტს მოვუპოვებთ საქართველოს, ან გადავიქცევით ზონად, სადაც სხვადასხვა პატრონის ხელიდან ხელში ვიმოგზაურებთ

17-04-2024

საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის მტრებმა მოიგეს 1991 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობა დაამხეს, მაგრამ ომს ვერასდროს მოიგებენ, რადგან ახლა ჩვენი თაობის ჯერია - ან ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით რეალურ სუვერენიტეტს მოვუპოვებთ საქართველოს, ან და გადავიქცევით ისეთ ბუფერულ ზონად, სადაც გეოპოლიტიკური ვითარების შესაბამისად, სხვა და სხვა პატრონის ხელიდან ხელში ვიმოგზაურებთ! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, სრულიად უპრეცედენტო ხასიათის საგარეო ორიენტირებით, რომლის თანახმად ვირჩევთ დასავლურ კურსს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების საყოველთაო აღიარების შესაბამისად, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს და ქართული მართლმსაჯულება და შესაბამისად, კანონშემოქმედება სუფთად ქართული ხასიათისაა.


„ამერიკის შეერთებული შტატების მე-5 პრეზიდენტმა ჯემზ მონრომ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია შექმნა და დოქტრინის სახით, ყველა გარე ძალას აუკრძალა ამერიკის საშინაო საქმეებში ჩარევა და ამით, უზრუნველყო შტატების რეალური სუვერენიტეტი. სწორედ აქედან იწყება შტატების, როგორც ძლიერი სახელმწიფოს აღზევება.


საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. ხელისუფლებამ პოლიტიკური პრაგმატიზმითა და შესაძლებლობების გამოყენების მომენტით, სრულიად უპრეცედენტო ხასიათის საგარეო ორიენტირები განსაზღვრა:


* ვირჩევთ დასავლურ კურსს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების საყოველთაო აღიარების შესაბამისად!

* საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს, თუნდაც ჩვენი არჩეული დასავლური კურსის, მედროშე ქვეყნებსა და აქტორებს!

* ქართული მართლმსაჯულება და შესაბამისად, კანონშემოქმედება სუფთად ქართული ხასიათისაა და ვერავითარი გარედან თავსმოხვეული ინსინუაცია, ვერ მოახდენს გავლენას სუვერენული საქართველოს პერსონალურ საკითხებზე!


ფაქტობრივად, ეს არის თანამედროვე საქართველოს საგარეო კონცეფცია და ხელისუფლების მიერ შემუშავებული დოქტრინა, რომელიც ახალ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს ქვეყანაში.


საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის მტრებმა მოიგეს 1991 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობა დაამხვეს, მაგრამ ომს ვერასდროს მოიგებენ, რადგან ახლა ჩვენი თაობის ჯერია - ან ბოლომდე მივიყვანთ საქმესა და პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით რეალურ სუვერენიტეტს მოვუპოვებთ საქართველოს, ან და გადავიქცევით ისეთ ბუფერულ ზონად, სადაც გეოპოლიტიკური ვითარების შესაბამისად, სხვა და სხვა პატრონის ხელიდან ხელში ვიმოგზაურებთ!


გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930