გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი ოპოზიციას: 26 მაისს თქვენ გადაკეტეთ ყველა გასასვლელი, რომ ვერავინ ვერ გაქცეულიყო და დაგესაჯათ უსასტიკესად ქართველი ხალხი - ამიტომაც ქართველმა ხალხმა ადგილი ისტორიის სანაგვეზე მიგიჩინათ

17-04-2024

ყველაფერზე ლაპარაკობენ კანონის გარდა და ჰგონიათ, რომ თუ ხმამაღლა იხავლებენ, ამით გადაფარავენ შინაარსს, მაგრამ ვერ გადაფარავთ. საქართველო არის ევროპაში. იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება. კი, ბატონო! , - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.


მანვე ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა გაახსენა და აღნიშნა, რომ ყველა გასასვლელის ჩაკეტვით მათ არ მიცეს ხალხს გაქცევის საშუალება, რათა უსასტიკესად დაესაჯათ ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილი მიუჩინა ისტორიის სანაგვეზე.


„ლაპარაკობთ მიტინგზე, ძალიან კარგად გვახსოვს ამ პარლამენტის წინ მოკლული 2 ადამიანი, რომლებიც შემოდეს მაღაზიის თავზე, ხოლო შემდეგ ერთ-ერთის მეუღლეს უთხრეს, თუ ხმას ამოიღებ შენს მოკლულ ქმარზე, შენს შვილს, რომელიც ციხეშია, მოვკლავთ და იმასაც სახლში მოგისვენებთო. ხმა ვერ ამოიღო იმ დედამ. აი, ესა ხართ თქვენ! ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ადამიანებს კლავენ და შემდეგ მაღაზიის თავზე დებენ! ძალიან კარგად გვახსოვს თქვენი ლიდერი, თქვენი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი როგორ ითხოვდა ორ გვამს და შემდეგ შეუსრულეს, კრაილაშვილი დახვრიტეს და ოთანაძე ძლივს გადარჩა, ორი გმირი ადამიანი. გუშინ დევი ჭანკოტაძე, თქვენი გენერალი ლაპარაკობდა, რომ შეიძლება ადამიანი მოკვდესო, ლაპარაკობდა ადამიანი, რომელიც ზარბაზნებს ესროდა ამ შენობაში მყოფ ხელისუფლებას და დღეს ქალბატონი ხერხეულიძე იმ ადამიანის გვერდით ზის, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას ესროდა ზარბაზანს და დღეს, ის ადამიანი იმუქრება მკვლელობით. კარგად გვახსოვს ის 26 მაისი, მე 9 აპრილს აქ ვიდექი, როდესაც საბჭოთა იმპერიის ყველაზე სასტიკმა სპეცრაზმმა დაგვარბია და აქ იდგნენ ჩემი კოლეგები, ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა მიტინგს და მაშინაც კი არ გადაუკეტიათ ყველა გასასვლელი, რაც თქვენ გააკეთეთ 26 მაისს, გადაკეტეთ, რომ ვერავინ ვერ გაქცეულიყო, რომ დაგესაჯათ უსასტიკესად ქართველი ხალხი. ამიტომაც არის, რომ ქართველმა ხალხმა თქვენ მიგიჩინათ ადგილი ისტორიის სანაგვეზე“, - განაცხადა სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930