გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ჩვენი მთლიანი მხარდაჭერა, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას!

17-04-2024

პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ [ოპოზიციონერები], სახეში აგური რატომ მოხვდაო, რომელიმემ ახსენა? ჩვენი მთლიანი მხარდაჭერა, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მან ასევე ისაუბრა ფეხბურთელების მიერ გაკეთებულ გზავნილებზე და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არხებმა, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის განცხადებები გააყალბეს და მათი გზავნილებიდან სიტყვა "მშვიდობა" ამოიღეს, რადგან, ეს სიტყვა "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება.


"ნამდვილ ევროპულობას ჩვენი მხარდაჭერა, მართლაც, ბიჭებმა რომ დაწერეს, ფეხბურთელებმა - აბა რა უნდა ქნან?! აღარ იციან საიდან შეუტიონ, ნუ ჩარევთ მეთქი, ყველას გვიყვარს, ყველასია, ჩვენია, საერთო ღირებულებებია, საერთო ეროვნული ინტერესია - არა, უტევენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ბიჭებმა დაწერეს მართლა. რა ქნეს? მაგალითად, რა ქნა "ნაცმოძრაობის" არხმა? - ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა "მშვიდობა" ამოუღეს, წარმოიდგინეთ რა თეორიებში არიან, რა ეჭვებში და ავადმყოფობაში არიან - სიტყვა "მშვიდობას" ხშირად "ქართული ოცნება" ახსენებს, მათი დამსახურებაა და ამ ბიჭებმა ახლა რომ ახსენეს ეს, დანარჩენი საერთო ტრენდში ჩაჯდა, მაგრამ აქ არ ვარგაო და გაუყალბეს, წარმოიდგინეთ" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930