17-04-2024
„ჩემს უმცროს მეგობრებს მივმართავ - ფეხბურთელებს, ჩემო ძვირფასებო, ორ თვეში გაქვთ თამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი გზა ევროპაშია, რა თქმა უნდა, ყველა მივდივართ ევროპაზე, რომ ვიხილოთ თქვენი გამარჯვებები. ნუ მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ თქვენი გულწრფელი აზრი,“ - მიმართავს „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელებს. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ჩვენი სპორტსმენებით და ფეხბურთელებით მანიპულირებს.
„მინდა ამ ახალგაზრდებს ვუთხრა, არაერთხელ მითქვამს, 20 წელი ვიცხოვრე ევროპაში, არ შეიძლება მე მასწავლიდეს ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც მარტო სურათებით იცის ევროპა, რას ნიშნავს ევროპა? მე შოლცით და შარლ მიშელით არ ვსაზღვრავ ევროპას. ბევრად მეტი ღირებულება ვიცი, ჩემი ღირებულება და იდენტობა ჩავიტანე იქ და იქიდან ავიღე ზუსტად კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, გამჭვირვალობა, რაზეც დგას და რასაც ფუნდამენტური ძალა აქვს ევროპაში.
ამიტომ არის, რომ დღეს ჩემი უმცროსი კოლეგებით, ჩვენი სპორტსმენებით და ფეხბურთელებით მანიპულირებენ ეს ნაძირალები. ჩვენ გავუკვლიეთ გზა ჩვენს პატარა ძმებს. მათი მშობლების თაობა ვართ. ქართული ფეხბურთი დიდი ხანია ევროპის წევრია, დიახ, ჩვენი გზა ევროპაშია“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.