გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: “გამჭვირვალობის კანონპროექტი”, რომელიც ფინანსური დეკლარაციის შევსებას და ფინანსების წარმომავლობის გამჟღავნებას გულისხმობს, მართლაც საფრთხეს წარმოადგენს რადიკალებისათვის

17-04-2024

ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ სიმართლე, ის რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი”, რომელიც რეალურად ფინანსური დეკლარაციის შევსებას და ფინანსების წარმომავლობის გამჟღავნებას გულისხმობს, რეალურად მართლაც საფრთხეს წარმოადგენს რადიკალებისათვის, რადგანაც ეს არის მათი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმეების გამჟღავნება, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, თუ უცხოელებმა უნდა განსაზღვრონ, საქართველოში რა კანონები მიიღებოდეს, მაშინ აზრს კარგავს სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა. ექსპერტი სვამს კითხვას, თუ რადიკალების ზღვარგადასული საქციელი, როგორიცაა, მაგალითად "იმედის" ჟურნალისტებზე თავდასხმა ევროპულია, ხოლო კანონი რომელიც ფინანსების გამჭვირვალეობას ეხება, რატომ არის რუსული.


"ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ სიმართლე, ის რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი”, რომელიც რეალურად ფინანსური დეკლარაციის შევსებას და ფინანსების წარმომავლობის გამჟღავნებას გულისხმობს, რეალურად მართლაც საფრთხეს წარმოადგენს რადიკალებისათვის, რადგანაც ეს არის მათი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმეების გამჟღავნება. თუ უცხოელებმა უნდა განგვისაზღვრონ, რა სახის კანონები უნდა მივიღოთ, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ჯარი, პოლიცია უშიშროება, ადგნენ და უცხოელებმა მიხედონ ამ საქმეებსაც, მოსამართლეების დადგენას ისედაც გვპირდებოდნენ. რაც შეეხება მთავრობას, NGO-ები ისედაც ტექნიკურ მთავრობას გვპირდებოდნენ. მაგალითად, ტელეკომპანია "იმედს" ნაცები თავს ესხმოდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ოპოზიციაში მყოფებიც თავს ესხმიან. ასეთი მარაზმის შექმნის მსურველებს მიაჩნიათ, რომ მათი ეს ზღვარს გადასული საქციელი თუ უსაქციელობა ევროპულია, ხოლო კანონი ფინანსების გამჭვირვალეობას ეხება, ამიტომაცაა რუსული?!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930