გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც - ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ

17-04-2024

გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე,  ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განიხილავს. 
 
„რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი მიმართული. გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, მათ შორის, კეთილსინდისიერზეც და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზე. ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას,  ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის  სწორედ პირველ რიგში, მეგობრების პასუხისმგებლობა. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, არის პირველ რიგში, სწორედ მეგობრის პასუხისმგებლობაა", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031