გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან, ეს მიზანი ემსახურება მეტ გამჭვირვალობას

18-04-2024

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირი კარგად გაერკვეს ამ კანონის მნიშვნელობაში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირები, წლის ჭრილში ადეკლარირებდნენ იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის სულისკვეთებაში ყველა დაინტერესებული პირი გაერკვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენს ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან და შესაბამისად, ამ საერთო მიზანს ემსახურება - მეტ გამჭვირვალობას. როგორც მოეთხოვება მთავრობას გამჭვირვალობა, ასევე ყველას, ვინც საჯარო სფეროში მოღვაწეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლიურად ახდენდეს ამ შემოსავლების დეკლარირებას. ეს არ ქმნის პრობლემას ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც გრანტებით და სხვა დახმარებებით ახორციელებენ მათ საქმიანობას, იღებენ განათლებას, თუმცა, არსებობს მთელი რიგი ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წლის განმავლობაში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მალავს ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის საფუძველზე დარეგულირდეს მათი შემოსავლები" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930