გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
13 გარდაცვლილი და რამდენიმე დასახიჩრებული ადამიანი-რა ხდება "წითელი ხიდის" მიმდებარედ არსებულ დანაღმულ ველზე

27-09-2018

ამერიკული გამოცემა, «Еurasianet»-ი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არსებულ დანაღმულ ტერიტორიას, რომელიც 90-იან წლებში აზერბაიჯანულმა მხარემ დანაღმა, სტატიას უძღვნის.ამერიკული გამოცემა, «Еurasianet»-ი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არსებულ დანაღმულ ტერიტორიას, რომელიც 90-იან წლებში აზერბაიჯანულმა მხარემ დანაღმა, სტატიას უძღვნის.


გამოცემის თანახმად, დანაღმულ ტერიტორიაზე უკვე 13 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დასახიჩრდა. არის აგრეთვე პირუტყვის აფექთების ფაქტებიც.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


"თბილისიდან ერთი საათის სავალზე, აზერბაიჯანის საზღვართან, დანაღმული ველი მდებარეობს - ყველაზე დიდი მათ შორის, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. პარადოქსია, რომ 25 წლის განმავლობაში საქართველოს ამ ტერიტორიას, არსებითად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.


1991 წლიდან ნაღმებზე, რომლებიც „წითელი ხიდის“ საკონტროლო-სასაზღვრო პუნქტთან არის ჩაწყობილი, უკვე 13 ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა. ამ რაიონში მცხოვრები 4400 ადამიანისთვის დანაღმული ველი მუდმივი შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს. 


აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ეს ტერიტორია მეზობელ სომხეთთან მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე გაგანია ომის დროს დანაღმეს. იმ პერიოდში საქართველოს არაქმედითუნარიანი მთავრობა ჰყავდა, ქვეყნის მნიშვნელოვან ტერიტორიას კი  სხვადასხვა ჯურის შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებდნენ. შესაბამისად, ბაქოში შიშობდნენ, რომ ვაითუ სომხეთმა უმართავი საქართველოდან ახალი ფრონტი გახსნას და აზერბაიჯანზე შეტევისათვის პლაცდარმად გამოიყენოსო. ყარაბაღის ომი ზავით 1994 წელს დასრულდა. აზერბაიჯანმა თავისი მიმდებარე ტერიტორიის განნაღმვა ჯერ კიდევ 2016 წელს დაასრულა, ქართული კი დღემდე დანაღმული რჩება. 25 წლის მწყემსმა სარხან მუსაევმა 2013 წელს შემთხვევით ფეხი ნაღმს დააბიჯა და... უფეხოდ დარჩა, მისი მეზობელი კი დაიღუპა. სარხან მუსაევი სოფელ ყაჩაღანში ცხოვრობს, უმძიმეს პირობებში. „წითელმა ჯვარმა“ პროთეზი გაუკეთა, საქართველოს ხელისუფლება კი თვეში 100 ლარს უხდის. „რას ფიქრობენ ბაქოში? ეს ხომ საქართველოს ტერიტორიააა“, - გაბრაზებული ამბობს სარხან მუსაევი.


აზერბაიჯანს არა მარტო არ მიაქვს ამ ტერიტორიიდან თავისი ნაღმები, არამედ დრო და დრო დანაღმულ ველს ამოწმებს კიდეც - ყველაფერი წესრიგშია თუ არა: „მაშ, რა ვქნათ? სომხეთის აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გრძელდება, - ამბობს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ჰიქმეთ გაჯიევი, - იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული რაიონი სამი სახელმწიფოს საზღვრების პირზე მდებარეობს, ეს საკითხი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით განიხილება. საქართველოსთან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, ჩვენი მეზობელი გაგებით ეკიდება სიტუაციას“. რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა უწყებას, ის ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.


დანაღმული ველის ფართობი 2,2 კვ.კილომეტრია. HALO Trustის შეფასებით, მისი განნაღმვას სამი წელი დაჭირდება და ამ მიზნით დაახლოებით 3 მილიონი დოლარი დაიხარჯება. 


„გვეშინია ამ ნაღმების გამო. გვინდა, რომ ჩვენი შვილები უსაფრთხოდ იყვნენ და მშვიდად ითამაშონ“, - ამბობს ყაჩაღანის სკოლის დირექტორი ჰუსეინ ჰუსეინოვი. მისი თქმით, 2016 წელს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საზღვრიდან 800 მეტრის მოშორებით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები იპოვეს. მშობლები შიშობენ - ვაითუ ბავშვებს რაიმე მოუვიდეთო. 2018 წლის იანვარში, მინდორზე მომხდარი ხანძრის გამო 28 ნაღმი აფეთქდა.  არავინ დაშავებულა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა - ეთნიკური აზერბაიჯანელები მომხდარში თავიანთ მტერს - სომხეთს ადანაშაულებენ: „ცეცხლი სომხეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა, - ამბობს სკოლის მასწავლებელი აიდინ ნამაზოვი, - დარწმუნებული ვარ, რომ სომხებმა ცეცხლი სპეციალურად გააჩინეს“. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ დანაღმულმა მინდორმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა: „ეს ნაღმები არავის არ იცავს. თუ ჩვენს დასაცავად ჩააწყეს, მაშინ რა აზრი აქვს, როცა ჩვენი ნაღმები ჩვენივე ხალხს ხოცავს?“-წერს გამოცემა.


წყარო: region.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930