გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით“ - ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ განცხადებაზე

18-04-2024

„მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიების: „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“„დროა“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო საქართველოსთვის“ ერთობლივ განცხადებას. 


როგორც ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე წერს, ეს პარტიები ტყუილებით ვერაფერს მიაღწევენ.


„ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება. ეს არის ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება - მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან. და ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით. თავად ამ ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები“, - წერს თამარ  ჩერგოლეიშვილი. 


ინფორმაციისთვის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის ისინი „სრულ კოორდინაციას და მობილიზაციას“ აცხადებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930