გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს

19-04-2024

ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება წარმოადგინა.


მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კანონის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს და დაუყოვნებლივ დაიწყოს საჯარო დებატები ოპონენტებთან, რათა ვაჩვენოთ ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ გარე სამყაროს, რომ საქართველოს აქვს მაღალი სამოქალაქო კულტურა და შეგნება და რომ ქვეყანაში არსებობს მონაწილეობითი დემოკრატია.


„რამდენიმე მოსაზრება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო არის ხალხი, ანუ ჩვენ:

1/ ხელისუფლებამ დაიწყოს კანონის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს კანონს. იგივეს გაკეთება შეუძლიათ კანონის ოპონენტებსაც. ეს იქნებოდა ერთგვარი არაფორმალური პლებისციტი


2/ რამდენადაც ცნობილია, კანონის ოპონენტების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა ხელისუფლებასთან საჯარო დებატების მზაობა. დაუყონებლივ დაიწყოს ეს დებატები - პირდაპირ ეთერში!


3/ რატომ არის, ჩემი აზრით, საჭირო ამის გაკეთება? იმიტომ რომ ვაჩვენოთ ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ გარე სამყაროს, რომ გვაქვს (თუ გვაქვს!) მაღალი სამოქალაქო კულტურა და შეგნება და რომ ქვეყანაში არსებობს მონაწილეობითი დემოკრატია“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930