გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე: ქართული სახელმწიფოს და ქართველების დასახოც-გასანადგურებელ ტყვიებს ამზადებენ, გაღმა-გამოღმელთა ნიშნის მიცემისთანავე ქართველებისვე წინააღმდეგ ასამოქმედებლად

19-04-2024

ვინმეს წარმოუდგენია რა ძალას უპირისპირდება ეს ხელისგულისოდენა პატარა საქართველო საკუთარი თავის ყუდნებისათვის ბრძოლაში! ვინმეს გაუსიგრძეგანებია თუ რა ძალაა მომართული ჩვენს წინააღმდეგ?... - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ყველა რესურსს გამოიყენებენ, ბოლო ტყვიას გაისვრიან, რომ როგორმე „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი არ მიიღოს“.

 

გვენეტაძის თქმით, ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ყველაფერ სისაძაგლეს კადრულობენ და ყოველივე საშინელებაზე მიდიან, რათა სანაცვლოდ ქვეყნის გამყიდველებმა დოლარ-ევროები, უცხოეთში ვილები და საკუთარი მომავალი თაობისათვის უზრუნველი ცხოვრება მიიღონ.

 

„იდგა მოახლოებული 1121 წლის 12 აგვისტოს ანუ დიდგორის წინა უმძიმესი წლები! დამპყრობლები ძირითად დასაყრდენს მოღალატეებში ეძიებდნენ და უხვად ჰპოვებდნენ! ასეთნი უპირველესად იყვნენ: ძაან აბულაძის ძე, ლიპარიტ კლდეკარის ერისთავი კაცი მხნე, მაგრამ თავგასული და დავითის საშინელი მოწინააღმდეგე! სხვა თურ-სელჩუკთა ჯიბეზე შემყურე ათასგვარი ჯურის მოღალატენი, მაგრამ მირონცხებულმა მეფემ და ქართველმა ერმა ღვთის ძალით ყველა მათგანს სათანადო ადგილი მიუჩინა და იწყო "ცისკარმან აღმობრწყინებად...


და მივიღეთ ის, რომ დღემდე "დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს"! იმ დღეებიდან გასრულდა 900 წელზე მეტი და ისევ გვიდგას უეჭველად მოსაგები დიდგორი! ვინმეს წარმოუდგენია რა ძალას უპირისპირდება ეს ხელისგულისოდენა პატარა საქართველო საკუთარი თავის ყუდნებისათვის ბრძოლაში! ვინმეს გაუსიგრძიანებია თუ რა ძალაა მომართული ჩვენს წინააღმდეგ?... მოკლედ გეტყვით მსოფლიოს უძლიერესი ბანკები, უძლიერესი სამრეწველო საწარმოები, უძლიერესი აგრარული მამები, ტექნოლოგიები.... ანუ ძლიერნი ამა ქვეყნისანი!


რომელთაც საყრდენებად ამოურჩევიათ მოღალატე ფულის მომლოდინე ეშმაკს აყოლილნი ეშმაკეულნი: ლომჯარიები, ხაბეები, გვარამიები, მელიები, ხაზარაძეები, ხატიები... რომლებიც ყველაფერ სისაძაგლეს კადრულობენ, ყოველივე საშინელებაზე მიდიან! ქართული სახელმწიფოს და ქართველების დასახოც-გასანადგურებელ ტყვიებს ამზადებენ, საგულდაგულოდ ფერავენ, ინახავენ! გაღმა-გამოღმელთა ნიშანის მიცემისთანავე ქართველებისავე წინააღმდეგ ასამოქმედებლად!


ანუ როგორც ეს კაცი სამართლიანად ამბობს ბოლო ტყვიას გამოიყენებენ. ოღონდაც მმართველმა პარტიამ ეს კანონი, არ მიიღოს! და საქართველოს თავისი თავი არ ეყუდნოდეს!


თავად კი ამის სანაცვლოდ ქვეყნის გამყიდველებმა დოლარ-ევროები, უცხოეთში ვილები და საკუთარი მომავალი თაობისათვის უზრუნველი ცხოვრება მიიღონ!

მიუხედავად ასეთი უმძიმესი მდგომარეობისა იმისათვის რომ საქართველო გადარჩეს. ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც 903 წლის წინ იბრძოლეს ჩვენმა დიდმა წინაპრებს დიდგორთან! და მოიყვანეს საქართველო დღემდე! ბუნებრივია ისმის კითხვა რა იმედით? აი იმით, რაც მეფემან დავითმან უთხრა ნიჩბისთან ქართველ მეომრებს: "ეჰა მეომარნო ქისტესანო!


თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ!" ანუ იმ იმედით, რომ ჩვენს ზემოთ ღმერთია, ხოლო დაბლა სამშობლო საქართველო და მომავალი თაობა!“ - წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930