27-09-2018
რუსთავის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაც მანქანის განზრახ დაჯახებით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, საწვავის ჩასასხმელად მისულმა მძღოლებმა რიგის გამო იჩხუბეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.
თავდაპირველად მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი მანქანებიდან გადავიდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ბენზინგასამართ სადგურზე მყოფმა ადამიანებმა ისინი გააშველეს, თუცა როგორც კი ავტომობილში ჩასხდნენ, ერთ-ერთმა მოჩხუბარმა მეორეს, რომელიც ასევე მანქანში იჯდა, ავტომობილი დააჯახა.
16-11-2024
16-11-2024