გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა

23-04-2024

ეროვნული სატყეო პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზე გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე დაესწრო. 


შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში ალტერნატიული საწვავის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია, საკანონმდებლო ცვლილებების საკითხები და მყარი ალტერნატიული საწვავის მიწოდების განვითარების შესაძლებლობები.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და „კლიმატის მწვანე ფონდის“ (GCF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ECO.Georgia, რომლის უმთავრესი მიზანი ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვაა. ამასთანავე, პროექტი მიზნად ისახავს ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებასაც, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს ტყის მერქნული რესურსის ეფექტიანი გამოყენებისა და საქართველოში შეშის გონივრული მოხმარების სისტემის ჩამოყალიბებაში. აღნიშნულმა მიდგომამ ტყეზე ზეწოლა და დეგრადაციაუნდა შეამციროს.  აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ შეიმუშავა დამზადებული ხე-ტყის დახარისხების მოქნილი მექანიზმი და მოამზადა კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ. ახალი მექანიზმი, თავის მხრივ,  ხელს შეუწყობს ხე-ტყის მდგრად გამოყენებას და ამასთანავე ალტერნატიული საწვავის რესურსების წარმოების განვითარებას“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930