გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

23-04-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის დამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148 წლისთავთან დაკავშირებით მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.


„ივანე ჯავახიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს, ქართული მეცნიერების ფორმირებაში. წლების წინ მქონდა ბედნიერება მემუშავა ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიაზე და შემესწავლა მისი არქივი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვიცოდით ამ საოცარი ადამიანის ბიოგრაფიიდან, მისი სამეცნიერო ღვაწლის გარდა, დავინახეთ მისი პიროვნული ღირებულებები. ჩვენ, უნივერსიტეტელები ბედნიერები ვართ, რომ ვაგრძელებთ მის დაწყებულ საქმეს და ვემსახურებით მეცნიერებას“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თსუ-ში, ასევე, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია და „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალი“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031