გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: კრამონების და კუბილიუსების დრო მთავრდება. ევროპამ გაიღვიძა და სწორედ ამის დასტურია „გამჭვირვალობის კანონის” მიღების გადაწყვეტილება თავად ევროპარლამენტში

23-04-2024

„რამდენიც არ უნდა გვიქნიონ თითი მკვლელი ნაცების ლობისტებმა ევროპიდან, მათი თითის მოკაკვა, მათივე მარცხით იქნება განპირობებული,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.


მისივე თქმით, კრამონების და კუბილიუსების დრო სრულდება, რისი დასტურიც არის „გამჭვირვალობის კანონის” მიღების გადაწყვეტილება ევროპარლამენტში.

„თუკი მთელი განვლილი წლები ევროპაც საქართველოს მსგავსად, მორჩილად მიყვებოდა „უფროსი პარტნიორის” მითითებებს, დღეს სულ სხვა სიტუაციაა და ამას ვეღარც მალავენ. უკრაინის ომმა ამ ყოფას წერტილი დაუსვა. დღეს ყველაზე მეტად სწორედ ევროკავშირის ყოფნა - არყოფნის საკითხი დგას. ან უნდა დაიბრუნონ დამოუკიდებლობა და არ შეეწირონ სხვა ქვეყნების ინტერესებს ან არადა ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ევროკავშირი დიდხანს ვერ გაუძლებს საკუთარი მოქალაქეების პროტესტს და დაიშლება. იქნებ ეს ვიღაცის ინტერესებში შედის კიდეც? იქნებ ეს ვიღაცის დიდი პოლიტიკური თამაშია, სადაც ევროკავშირი ვეღარ არის მათი პოლიტიკის საყრდენი და სურთ სხვა პროექტის განხორციელება? ამ კითხვებზე პასუხები ალბათ მალე გვექნება.


ფაქტია, კრამონების და კუბილიუსების დრო მთავრდება. ევროპამ გაიღვიძა და სწორედ ამის დასტურია „გამჭვირვალობის კანონის” მიღების გადაწყვეტილება ევროპარლამენტში. ეს პროცესი დაწყებულია და ამას ვეღარავინ შეაჩერებს. ივნისის თვეში ევროპარლამენტის არჩევნებით ბევრი რამ შეიცვლება, რაც საქართველოზეც დადებითად აისახება.


რამდენიც არ უნდა გვიქნიონ თითი მკვლელი ნაცების ლობისტებმა ევროპიდან, მათი თითის მოკაკვა მათივე მარცხით იქნება განპირობებული. შესაძლოა ვიღაცას ღიმილადაც არ ეყოს, მაგრამ საქართველო გახდება ფლაგმანი მთელს ევროპაში ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად ბრძოლაში. დროის ცვლილებამ ეროვნული ღირებულებების ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს. დრომ უნდა მოიტანოს პროგრესი და არა რეგრესი, რასაც ჩვენი ოპოზიცია და მათი უცხოელი ლობისტები გვთავაზობენ,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930