გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: წარმომიდგენია როგორ გეზიზღებათ ეხლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს, ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან

23-04-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს“.


ექსპერტი ფონდ „ქართუს“ მორიგ ქველმოქმედებაზე სხვადასხვა ოპოზიციონერი დეპუტატების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გავრცელებული განცხადებების შესახებ წერს, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი ფეხბურთელების მოსყიდვად შეაფასეს.


„თქვენ მართლა ჭინკებო, ბოროტებო და შურიანებო, რა მოსყიდვა, რა 30 ვერცხლი, ჯერ არაფერი გაგიგიათ არა ფონდი "ქართუს" ქველმოქმედებაზე, პირველად გესმით არა?


მე პირადად ველოდებოდი, რომ ქართველი ხალხის ბედნიერების მომტან ჩვენს ფეხბურთელებს ივანიშვილი არ დატოვებდა ისე.


წარმომიდგენია როგორ გეზიზღებათ ეხლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს!

ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან!“-წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031