15-01-2018
დაადებს თუ არა პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს, დღეს გახდება ცნობილი. მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილდ 10 დღიანი ვადა დღეს ეწურება. გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს ან ვეტო დაადოს და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნოს.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.