25-04-2024
„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 8 აპრილს დაამტკიცა და ძალაში 22 აპრილიდან შევიდა“ –აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილე საქართველოში მოქმედ მეღვინეობის ასოციაციების წარმომადგენლებს პროგრამის მიზანი და პირობები გააცნო.
„პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართვლოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები და საგანმანათლებლო ღონისძიებები”, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი გამოფენა-ფესტივალების, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორების თანადაფინანსების პირობები და ანაზღაურების ოდენობა, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარმოადგინონ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველმა იურიდიულმა პირებმა (https://wine.gov.ge/Ge/News/37104)
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის და სხვა ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით, არაერთი ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.