26-04-2024
„[ოპოზიციის, მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების] პროტესტი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიმართ და ჩვენი ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს, არის ბრძოლა საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისთვის.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 29 აპრილს ხალხის გამოვა სწორედ იმიტომ, რომ იმ ნაწილს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მომხრეა და ოჯახის სიწმინდისა და გამჭვირვალობის წინააღმდეგია, უთხრას - „არა“.
„29 აპრილს ხალხის გამოვა სწორედ იმიტომ, რომ იმ ნაწილს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მომხრეა და ოჯახის სიწმინდისა და გამჭვირვალობის წინააღმდეგია, უთხრას - „არა“ და აჩვენოს, რომ სურს დამოუკიდებელი, ღირებულებებზე დაფუძნებული საქართველო და რომ ამ იდეოლოგიის მატარებლები გაცილებით მეტნი ვართ ამ ქვეყანაში, ვიდრე ისინი, რომლებიც პატივს არ სცემენ არც საქართველოს სუვერენიტეტს და არც იმ ღირებულებებს, რომელმაც ქართველი ერი დღემდე მოიყვანა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.