გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„წინანდლის ძველი მარნის" დამფუძნებელი: ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვინმეს ახირება კი არა, არამედ საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა

27-04-2024

კომპანია „წინანდლის ძველი მარნის“ დამფუძნებელი ელდარ მილდიანი მხარს უჭერს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებას.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში მეწარმე აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, თუკი გვინდა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვინმეს ახირება კი არა, არამედ საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა.


„ყველა იმ სახელმწიფოში, რომელთა წარმომადგენლებიც გვიწუნებენ ამ კანონის მიღებას, თავად არსებობს მსგავსი ნორმები. ამავე დროს, მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაქვს სრული უფლება, ვიცოდე, ვინ აფინანსებს ჩემს სამშობლოში არასამთავრობო სექტორს და როგორია ამ დაფინანსების წარმომავლობა. მე, მაგალითად, ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ბიზნესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიურ იტყვიან ჩემი კოლეგებიც სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან“, - აღნიშნავს ელდარ მილდიანი და აცხადებს, რომ, კანონის მიღებით მოგებული დარჩება ყველა ქართველი, მათ შორის ისინიც, ვინც დღეს მის მიღებას მხარს არ უჭერს.


ელდარ მილდიანის თქმით, მთავრობას და ბიზნესს საქართველოში აქვს ერთიანი ხედვა, როგორ განვითარდეს ქვეყანა, გაძლიერდეს ეკონომიკურად, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია, შენარჩუნდეს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სტაბილური გარემო, რადგან არაფერი ისე არ ვნებს ბიზნესს, როგორც არასტაბილურობა და გაუმჭვირვალობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930