28-04-2024
„აი, იმ სპეკულაციას, რასაც ოპოზიცია ეს დღეებია ავრცელებს, თითქოს ხვალინდელ აქციაზე ძალით, სამსახურის დაკარგვის შიშით, საჯარო მოხელეებს აიძულებენ აქციაზე მისვლას, მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა წერტილი დაუსვა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლითაც მან საჯარო მოხელეებს მიმართა და მოუწოდა, ვისაც 29 აპრილს აქციაზე წასვლა არ სურს, არ უნდა წავიდეს და „თუკი ვინმე იტყვის, რომ მე ძალით წამომიყვანეს, წინასწარ გეუბნებით, რომ ეს იქნება დადგმული პროვოკაცია ნაცმოძრაობის და მათი ტელევიზიების, იმ მდიდარი ენჯეოების, რომლებიც ამაში შეიძლება ფულსაც იხდიან.“
ექსპერტის თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს, ზეთის, კარტოფილის და 20 ლარის ჩამორიგებით მიყვანილ ადამიანებში არ უნდა აერიოთ დღევანდელი პოლიტიკურად გაზრდილი საზოგადოება, რადგან ეს მავნე პრაქტიკა „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა.
„აი, იმ სპეკულაციას, რასაც ოპოზიცია ეს დღეებია ავრცელებს, თითქოს ხვალინდელ აქციაზე ძალით, სამსახურის დაკარგვის შიშით, საჯარო მოხელეებს აიძულებენ აქციაზე მისვლას, მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა წერტილი დაუსვა. ვისაც არ უნდა აქციაზე გასვლა, ვისაც პირადი ინტერესი აქვს ან ვერ აანალიზებს საკუთარი ქვეყნისთვის რა არის კარგი ან საზიანო, ხვალინდელ აქციაზე არავინ ეპატიჟება. სააკაშვილის მმართველობის დროს, ზეთის, კარტოფილის და 20 ლარის ჩამორიგებით მიყვანილ ადამიანებში ნუ აერევათ მავანთ დღევანდელი, პოლიტიკურად გაზრდილი საზოგადოება. დღეს სხვა დროა, „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ეს მავნე პრაქტიკა, ეს მშვენივრად იციან გიგაურებმა, კვესიტაძეებმა და ა.შ. მაგრამ ჩარჩენილები არიან იმ ძველ დროში, ოცნებობენ იქ დაბრუნებაზე და ჩვენზე ამბობენ წარსულში გვაბრუნებენო. #მემივდივარხვალინდელაქციაზე“, - წერს ნინო ფოჩხუა ფეისბუქზე.