გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ

29-04-2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair” გაიმართა, რომელშიც  ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა. 


„გამოფენა „Real Wine Fair”  ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში  წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. ღონისძიებას  მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან.

გამომდინარე აქედან, London Wine Fair  წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქვევრის ღვინის მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.


მიმდინარე წელს გამოფენაში მსოფლიოს 20 ქვეყნის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, აშშ, გერმანია და სხვა.


დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და, შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება” –აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031