გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როდესაც გაკოტრებული პოლიტიკური უმცირესობა გესაუბრება ხალხის სახელით, ეს უბრალოდ მიუღებელია, დღეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, სად დგას საზოგადოების უმრავლესობა

29-04-2024

უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელ დღეს, როცა კარგად გამოჩნდა, თუ სად დგას საზოგადოების უდიდესი ნაწილი, უდიდესი უმრავლესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში საერთო-სახალხო შეკრების შესახებ საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეკრების ინიციატივა თავად საზოგადოებიდან, მმართველი გუნდის მხარდამჭერებისგან წამოვიდა.


„ისინი ითხოვდნენ ასეთი შეკრების ორგანიზებას. ყველასთვის მიუღებელი იყო ის რიტორიკა, რაც უკავშირდებოდა ხალხის სახელით საუბარს. როდესაც პოლიტიკური უმცირესობა, თან გაკოტრებული პოლიტიკური უმცირესობა გესაუბრება ხალხის სახელით, ეს უბრალოდ მიუღებელია.


დღეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, სად დგას საზოგადოების უმრავლესობა. უშუალოდ „ქართული ოცნების" მხარდამჭერების რაოდენობა, სოციოლოგიური კვლევების თანახმად დღეს არის 60%-ზე მეტი. რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ პარტიას, მისი რეიტინგი დაახლოებით არის 10%-მდე ჩამოსული.


დღევანდელი სურათი სწორედ იმ თანაფარდობას ასახავს, რომელიც ჩამოყალიბებულია დღევანდელ დღეს „ქართულ ოცნებასა" და პოლიტიკურ უმცირესობას შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ყველა თანამოქალაქეს უნდა ვცეთ პატივი. რა თქმა უნდა, პატივს ვერ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან კონკრეტულ დანაშაულებში მხილებული და ასეთი ადამიანი საკმაოდ მრავლად იყო წარმოდგენილი პოლიტიკური უმცირესობის აქციებზე. რაც შეეხება გულწრფელ მოქალაქეებს, ბუნებრივია, ყველას ვცემთ პატივს, მაგრამ უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღევანდელ დღეს, როცა კარგად გამოჩნდა, თუ სად დგას საზოგადოების უდიდესი ნაწილი, უდიდესი უმრავლესობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930