გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომპანია „ბლოქსის“ დამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე: გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ

30-04-2024

ბიზნესმენი, კომპანია „ბლოქსის“ დამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე უერთდება თავის კოლეგებს და ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა - გაატარა დემოკრატიული რეფორმები, უზრუნველყო უსაფრთხოება და გაზარდა ეკონომიკა.


ხოლო, რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს, კვაჭაძეს თქმით, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რა დაფინანსებით, რა ინტერესებით არის ჩართული საჯარო პოლიტიკაში.


„მოგესალმებით მეგობრებო! მსურს, როგორც ბიზნესმენი და კომპანია „ბლოქსის“ დამფუძნებელი, მეც შევუერთდე კოლეგებს, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და სოლიდარობა გამოვხატო თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართ.


ევროპული ოჯახი წევრობა და ევროპული ღირებულებები ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და მომავალია, რომელიც გვაერთიანებს. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა - გაატარა დემოკრატიული რეფორმები, უზრუნველყო უსაფრთხოება და გაზარდა ეკონომიკა. ეს აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რისთვისაც საქართველომ არაერთი დადებითი შეფასება და კანდიდატის სტატუსი მიიღო. მჯერა, ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება გააგრძელებს წინსვლას ამ გზაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი!

რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს - გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ ყველაზე უკეთ. საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, ვინ და რა დაფინანსებით, რა ინტერესებით არის ჩართული საჯარო პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ეს ვნებათაღელვაც ჩაივლის. საკამათო ბევრი საკითხია ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა ქვეყანა და სამშობლო ერთია და მას უნდა გავუფრთხილდეთ“, - წერს ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930