გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩვენი ერთადერთი საზომი წმინდა წერილია, რომელიც გააცოცხლებს ქართულ სულს, შესაბამისად ქართველ ერს, სხვა ყველაფერი დამარღვეველი და გამანადგურებელი იქნება - მამა თეოდორე გიგნაძე

30-04-2024

„უცნაური რამ ხდება დღეს საქართველოში, არის სიმშვიდე, რომელიც გვაძლევს საშუალებას სულიერი აღორძინებისა, მატერიალური აღორძინებისა, ინტელექტუალური აღორძინებისა, გენოფონდის აღორძინებისა, კულტურული აღორძინებისა, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, ქართველები ერთად უნდა დავდგეთ: ერი, ბერი, ხელისუფლება“, - ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ერთ-ერთ ქადაგებაში განაცხადა.


სასულიერო პირის განმარტებით, ქრისტიანების შეფასების კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი სახარებაა. 


„ქრისტიანებს გვაქვს შეფასების კრიტერიუმები, სახარება.


თუ არის მცდელობა, რომ სახარებისეული, ზნეობრივი ნორმები მეტად და მეტად იქნეს დაცული, რომლებიც ჩვენს შვილებს გადაარჩენს, ეს მაინც რომ მოხდეს და ამის რაღაცა ჩანასახი ჩანს, თუ დღეს ვხედავთ რაღაცა სიმყუდროვეს, თუ დღეს ვიღაცას გაახსენდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები უნდა დავიცვათ. ამას გვერდში დგომა სჭირდება იდეურად, ჩვენი ერთადერთი საზომი არის წმინდა წერილი, რომელიც გააცოცხლებს ქართულ სულს, შესაბამისად ქართველ ერს, სხვა ყველაფერი დამარღვეველი და გამანადგურებელი იქნება. თუ ამგვარ რწმენას გავაცოცხლებთ, ყოველი წამი იქნება იმედის მომცემი“, - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930