გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, ახორციელებდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას“ - დაკავებულია 2 პირი

1-05-2024

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930