გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: როდესაც არის საფრთხეები, რეაგირებაც არის პროპორციული და ადეკვატური, მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება

2-05-2024

სახელმწიფო ყველგან, საქართველოშიც, ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ვალდებულია, რომ დაიცვას წესრიგი და უსაფრთხოება, დაიცვას თავისი მოქალაქეები, საზოგადოება და სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესები. ამას აკეთებს საქართველოშიც სახელმწიფო და ამას აკეთებს, ზოგჯერ კიდევ უფრო მკვეთრი ფორმებით, სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას უცხოელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ .


თალაკვაძის თქმით, მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია, დაპირისპირება და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება.


„როდესაც არის საფრთხეები, რეაგირებაც არის პროპორციული და ადეკვატური, შესაბამისად, უფრო გასაკვირი და მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია, დაპირისპირება და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება. მაშინ სახელმწიფო აღარ იარსებებს და ის ვერ იდგება მოქალაქეების და ქვეყნის დასაცავად. საქართველო ასეთი არ არის დღეს და არც მომავალში არ იქნება ამის პირობას ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031