გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

29-09-2018

„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, 30 სექტემბერს 08:00 საათიდან 14:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება: „თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, ხვალ, 30 სექტემბერს 08:00 საათიდან 14:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება: 


• კრწანისის მოედანზე;

• გორგასლის ქუჩაზე;

• კ. აფხაზის ქუჩაზე;

• თავისუფლების მოედანზე;

• რუსთაველის გამზირზე;

• მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე;

• გ. ტაბიძის  ხიდზე;

• კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე;

• აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე)

• ბაქოს ქუჩაზე;

• მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე;

• ზაარბრიუკენის მოედანზე.


აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება:


მერიის ინფორმაციით, ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი კრწანისის მოედანიდან კვლავ უკუმიმართულებით გაბრუნდება.
ვაკე-საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები მელიქიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩაზე ჩაუხვევენ (ფილარმონიასთან) და უკანვე გაბრუნდებიან.


ჩუღურეთის რაიონისა და ცოტნე დადიანის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ ავტობუსები და მიკროავტობუსები ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.


ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის ხეთაგუროვის ქუჩასა და ბარათაშვილის ხიდს. 
აეროპორტისკენ  მოძრავი N37 ავტობუსი ავლაბარს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩით დაუკავშირდება.  უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იგი ავლაბრის შემდგომ გაივლის მტკვრის მარცხენა სანაპიროს და თამარ მეფის გამზირზე გენერალ კვინიტაძის ქუჩიდან მოხვდება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031