გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნულ მუზეუმს ანტიკური პერიოდის ბრინჯაოს ფიგურა გადაეცემა საჩუქრად

29-09-2018

„შატო მუხრანში“, რთველის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, კომპანიის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს საზეიმოდ გადასცემენ ახალგორში აღმოჩენილ, ანტიკური პერიოდის თავისი მნიშვნელობით უნიკალურ ბრინჯაოს ქანდაკებას პირობითი სახელწოდებით „მშვიდობის მავედრებელი“.


აღნიშნული ფიგურა შესწავლილ იქნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტვრაცია-კონსერვაციის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქანდაკება წარმოადგენს თუთიით ლეგირებულ სპილენძის ფუძეზე დამზადებულ შენადნობს. მსგავსი სახის შენადნობი სწორედ გვიან ანტიკური პერიოდში გვხვდება.


ღონისძიებაზე ხელი მოეწერება „შატო მუხრანის“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან პრეცედენტს. ამით კომპანია ადასტურებს თავის მზადყოფნას, მომავალშიც შეიტანოს წვლილი ქართული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშების გადარჩენასა და დაცვაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031