გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
გიორგი მარგველაშვილი: "ქართული ოცნების" დიდი მეგობარი არასდროს ვყოფილვარ და ბოლომდე არც ვიცი ვინ არიან ამ პარტიაში

30-09-2018

"პრეზიდენტის ინსტიტუტი კი არ დასუსტდა, ჩემს შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი იქნება შეცვლილი, კონსტიტუციის მიხედვით. პრეზიდენტის ინსტიტუტი თავის დროზე დაასუსტა სააკაშვილის ცვლილებებმა. მე, რაც მქონდა დარჩენილი, ის ბოლომდე გამოვწურე და უფრო ხშირად იმის იქითაც გადავედი"-ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგტველაშვილმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა.


ამასთან, მისი თქმით, ის "ქართული ოცნების" მეგობარი არასდროს ყოფილა".


"მე არ ვიყავი დიდი მეგობარი „ქართული ოცნებისა“. ჯერ ახლა ვინ არის „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე არ ვიცი, სად მსახურობდნენ, ან ვინ იყვნენ. ძირითადი ნაწილი, როგორც მეუბნებიან, ძალიან აქტიურად იყო ჩართული სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბალ რგოლებში. ჩემთვის ვიზ-ა-ვი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ რომელიმე პოლიტიკოსი. ჩვენი ურთიერთობა პოლიტიკაში იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა რომ დამთავრდა, ბუნებრივია, იქ გაჩნდა დაპირისპირების ეს ტალღაც. აბა, საიდან უნდა წამოსულიყო. შეიძლება ინსტინქტურადაც... პოლიტიკოსებს ისე უყვართ დაძაბულობა და მითუმეტეს, თუ მათ მთავარ ხელმძღვანელთან დაძაბულობა გაქვს"-განაცხადა მარგველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30