გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: არა რა, ეს ლიბერალური ფაშიზმი უნდა ამოიძირკვოს ქართული სოციუმიდან, თორემ ამ ქვეყანას არ უწერია განვითარება!

8-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სამოქალაქო აქტივისტებს ნატა ფერაძეს და ლაშა ფირცხალაიშვილს სოციალურ ქსელში პასუხობს და აცხადებს, რომ სახიფათოა ამ ადამიანების ხელში ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების საზარბაზნე ხორცად ქცევა.


„ამათი საზარბაზნე ხორცი რომ გახდები და თავი ძალიან თავისუფალი გგონია… - მე თავს არ დავაჭერინებ, მაგრამ კარგია, თუ ვინმეს თვალს ამოთხრიან ან ერთი წლით ციხეში ჩასვამენო… რა ბოროტი ნაძირალები არიან. არა რა, ეს ლიბერალური ფაშიზმი უნდა ამოიძირკვოს ქართული სოციუმიდან, თორემ ამ ქვეყანას არ უწერია განვითარება!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.


შეგახსენებთ, რომ სააგენტო for.ge-ს მიერ მოპოვებულ მორიგ ექსკლუზიურ ჩანაწერში ფერაძე და ფირცხალაიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებს გეგმავენ და მოქალაქეთა დაშავების სცენარსაც განიხილავენ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31