1-10-2018
თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის 2018 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით 189 სამართალდარღვევა გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 189 შემთხვევიდან 159 ფიზიკური, ხოლო 22 იურიდიული პირი იყო. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.
რაც შეეხება ჯარიმების საერთო ოდენობას ლარებში – დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების ჯარიმებმა მაისში 45600 ლარი, ივნისში 16350 ლარი, ივლისში 12200 ლარი, ხოლო აგვისტოში 10750 ლარი შეადგინა. (თანხის ოდენობა დათვლილია გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის მიხედვით.
1 სექტემბრიდან "თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოსმოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს გარედან. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.
16-11-2024
16-11-2024