12-05-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ლევან ბერძენიშვილის მიერ მამუკა მდინარაძის კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„პროფესორმა" ბერძენიშვილმა საქართველოს "ძველი ფორმაციის" ლიდერების და-ჰა-ჰა-ვების სალექციო კურსი დაასრულა, რისთვისაც თელავის საპირფარეშოს მისი სახელი მიანიჭეს და თუნდაც ამით შეიყვანეს ქვეყნის ისტორიაში. ამჟამად მან „ახალი ფორმაციის" ლიდერების გაშარჟების კურსი დაიწყო და მამუკა მდინარაძეს გვარ-სახელი დაუწუნა. მას უფრო „ნაკადულაძე" მოუხდებოდაო, ვინაიდან ჩვენს „ასი ათასის" მარშში არაპროპორციულად შემცირებული რაოდენობა დაინახაო. თავისი ეს მოსაზრება „პროფესორმა" „დიმინუტივის" პრინციპით ახსნა.
მე კი თვით „პროფესორს" სულ სხვა - აუგმენტატივის პრინციპს მივუსადაგებდი და მხოლოდ წუხილს გამოვთქვამდი, რომ ის არ მოღვაწეობდა დიდი მიქელანჯელოს ეპოქაში, რა დროსაც ახალგაზრდა „პროფესორის", როგორც სანიმუშო მოდელის მომხიბვლელობა, არ გამოეპარებოდა მოქანდაკის ყურადღებას და დღეს ჩვენ სულ სხვა „დავითის" ხიბლში ვიქნებოდით გახვეული“ - წერს დავით ქართველიშვილი.