1-10-2018
ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ააიპ-ის დირექტორი ზვიად ქარჩავა აცხადებს, 19 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა.
„ამ ეტაპზე მათთვის ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ხოლო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ საჭიროებისამებრ განახლდება ხელშეკრულებები“, - აცხადებს ქარჩავა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის აღნიშნულ ააიპ-ში ჩათვლით 9 ადამიანი მუშაობს.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა აგვისტოში დაიწყო.
16-11-2024
16-11-2024