გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბიძინა ივანიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს მოღალატედ გამოიყვანოს, ის ვინც რუსული ჯარი გაიყვანა საქართველოდან

1-10-2018

"პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი, ქალბატონი, ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება. ჩვენ მე-12 საუკუნეში გყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა" - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.


ივანიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მისი თქმით, ღირსეული და სამაგალითო კანდიდატია.   

ივანიშვილი იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებებს უკავშირდება, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას და მოქალაქეების დაბომბვას საქართველოს წინა ხელისუფლებას აბრალებდა.


ივანიშვილის ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს მოღალატედ გამოიყვანოს, ის ვინც რუსული ჯარი გაიყვანა საქართველოდან.  

"რაც დააშავეს თვითონ, იმას ცდილობენ გადააბრალონ დღეს „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.


ყველაზე დიდი დანაშაული, ალბათ, დამეთანხმებით, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ  ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში და დანაშაულები ჰქონდა ძალიან ბევრი, მაინც თუ შევაჯამებთ და შევადარებთ იყო მაინც 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მით უმეტეს არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20%. გახსოვსთ,როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ ტყეში უპატრონოდ დატოვეს ცოცხალი ჯარი.

სწორედ ეს თემა აქვთ დღეს წინა პლანზე წამოწეული, ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონსაპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი იზრუნა იმისთვის, რომ  

რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ძირითადი ტერიტორიები.ის იყო ძირითადი მაშინ რომ, ჩვენ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ.


ამის შემდგომ სააკაშვილის პირდაპირი მნიშვნელობით შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული.

აღმაშფოთებელია, ის რომ ეს მოღალატეები პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობენ მოღალატედ მონათლონ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი,"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


rustavi2.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930