1-10-2018
ქალაქ თელავში მანქანაში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილი ჭავჭავაძის ქუჩაზე გაჩერებულ მსუბუქ მანქანაში უგონო მდგომარეობაში შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ამ დროისათვის მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. მისი გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
16-11-2024
16-11-2024