1-10-2018
2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, მომავალი წლიდან პოლიციელების, მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდა იგეგმება.
უფრო კონკრეტულად, 2019 წლისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 643.5 მლნ ლარი. გათვალისწინებულია მიმდინარე წელს განხორციელებული, დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდის (საშუალოდ 250,0 ლარით) სრული დაფინანსება, ასევე პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდა (საშუალოდ 250,0 ლარით).
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 134.0 მლნ ლარი. აქედან 6,0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250,0 ლარით ზრდისთვის. გარდა ამისა, “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონის შესაბამისად, თანხები გათვალისწინებულია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 87.6 მლნ ლარი, მათ შორის 5,5 მლნ ლარი გათვალისწინებულია მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდისთვის.
16-11-2024
16-11-2024