22-05-2024
„Ecommerce in a box” წარმოადგენს თიბისის, Visa-ს დაKovzy-ის ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საკვები ინდუსტრიის მცირედა საშუალო ზომის ბიზნესების (SME-ების) ხელშეწყობას მათი ონლაინ აქტიურობისა და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების შექმნასა და გაზრდაში. პროგრამა მონაწილე ბიზნესებს სთავაზობს წვდომას მრავალფეროვან რესურსებსა და ინსტრუმენტებზე, მათ შორის ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე.
იმ შემთხვევაში, თუ თიბისის SME მომხმარებელი გადაწყვეტს ამ მომსახურებას მიღებას, მას თიბისი ბიზნესი 3 დამატებით სარგებელს სთავაზობს:
პროგრამის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ისარგებლონ ციფრული კომერციისა და ონლაინ შოპინგის მზარდი ტენდენციით. ელექტრონული კომერციის აუცილებელი ინსტრუმენტებისა და რესურსების მიწოდებით, პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს გადალახოს ციფრულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული წინაღობები, გააფართოოს მომხმარებელთა ბაზა და გაზარდოს შემოსავლის წყაროები.
პროგრამა გათვლილია ქვეყნის მასშტაბით არსებულ სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფე-რესტორნების კატეგორიაში100 მცირე და საშუალო ბიზნესზე.