გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით მოსახლეობა სოციალურ კამპანიას იწყებს

2-10-2018

"დატოვე პარლამენტი ქუთაისში"- ამ დევიზით ქუთაისში სოციალური კამპანია იწყება. 3 ოქტომბრიდან სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.


სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებენ. ქუთაისში ამბობენ, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემთხვევაში, საპარლამენტო ქალაქი სტატუსს და მომავალის განვითარების პერსპექტივას დაკარგავს.


სამოქალაქო სექტორის აქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან 3 ოქტომბერს სესიის პარალელურად გაიმართება. დილიდან პროტესტის ნიშნად მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ბესო მიქელთაძე მშრალ შიმშილობას იწყებს.


პარლამენტის საგაზაფხულო სესია, სავარაუდოდ, უკვე თბილისში გაიხსნება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო საქმიანობა ქუთაისიდან თბილისში სრულად გადმოვა. თუმცა ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებებს დაამტკიცებს და ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. ამ საკითხის გარშემო უმრავლესობაში ჯერ ისევ აზრთასხვადსახვაობაა.


რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, ის, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930