გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბოლო 4 წელში საქართველოდან უცხოეთში 19 ბავშვი გააშვილეს

2-10-2018

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი ბავ­შვის სტა­ტუ­სი ამ დრო­ის­თვის 224 არას­რულ­წლო­ვანს აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლებს წლო­ბით უწევთ რიგ­ში დგო­მა, რა­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს.


ამ ეტაპ­ზე, შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლებს შო­რის 11 უცხო­ე­ლი წყვი­ლი­ცაა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბავ­შვის ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გაშ­ვი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.


რო­გორც AMBEBI.GE-ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, 2014 წლი­დან დღემ­დე უცხო­ეთ­ში სულ 19 ბავ­შვი გაშ­ვილ­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი - 7 ბავ­შვი 2015 წელს გა­აშ­ვი­ლეს ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნებს, ყვე­ლა­ზე მეტი - 12 ბავ­შვი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შია გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი, 1 - ინ­გლის­ში, 4-4 აზერ­ბა­ი­ჯან­სა და შოტ­ლან­დი­ა­ში.


რო­გო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო გაშ­ვი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი და რო­გორ ხდე­ბა მშვი­ლებ­ლე­ბი­სა და ბავ­შვის შე­გუ­ე­ბის პრო­ცე­სი - ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GEსო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მე­ურ­ვე­ო­ბის და მზრუნ­ვე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელს გი­ორ­გი კუპ­რე­იშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა.


- რა პრო­ცე­დუ­რე­ბით ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში ბავ­შვე­ბის გაშ­ვი­ლე­ბა?

- სა­ერ­თა­შო­რი­სო შვი­ლად აყ­ვა­ნის წესი, რაც გვაქვს, ჰა­ა­გის კონ­ვენ­ცი­ით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ცე­დუ­რა ასე­თია: მშვი­ლე­ბელს, ვი­საც შვი­ლის აყ­ვა­ნა უცხო ქვეყ­ნი­დან სურს, თა­ვი­სი­ვე ქვე­ყა­ნა­ში შვი­ლად აყ­ვა­ნის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნოს უნდა მი­მარ­თოს, რო­მე­ლიც შემ­დეგ იმ ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ ორ­გა­ნოს უკავ­შირ­დე­ბა, სა­დაც წყვი­ლი ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნას მო­ი­თხოვს.


შემ­დე­გი პრო­ცე­დუ­რე­ბი, ამ ორი ქვეყ­ნის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს. მი­მარ­თვის შემ­დეგ ეს ორ­გა­ნო თა­ვი­სი­ვე ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად სწავ­ლობს ოჯა­ხი შვი­ლის ასაყ­ვა­ნად მზად არის თუ არა. ამ მზა­ო­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, იკ­ვლევს რა არის სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ.


ჩვენ­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის მთა­ვა­რია და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად მშვი­ლებ­ლებს ამ­ზა­დე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ეს და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცია იყოს, შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბით სწავ­ლე­ბა გა­ა­ტა­რონ და ა.შ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ორი ქვეყ­ნის სტან­დარ­ტი ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ო­დეს, ამი­ტო­მაც გვე­კი­თხე­ბი­ან, რა არის სა­ჭი­რო. მა­გა­ლი­თად, ჩვენ ქორ­წი­ნე­ბის ან გან­ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბებს ვი­თხოვთ.


ამის შემ­დეგ, შვი­ლად აყ­ვა­ნის კო­მი­სია მშვი­ლე­ბელ­სა და ბავ­შვს შო­რის თავ­სე­ბა­დო­ბას ად­გენს და შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც აძ­ლევს. თავ­სე­ბა­დო­ბის დად­გე­ნის შემ­დეგ, მშვი­ლე­ბელ­თან შე­თა­ვა­ზე­ბა იგ­ზავ­ნე­ბა და ის იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, უნდა თუ არა რომ პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს. მათი თან­ხმო­ბის შემ­დეგ, მიმ­ღე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს­გან ვი­ღებთ გა­რან­ტი­ებს, რომ შვი­ლად აყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვი ამ სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ი­ღებს მუდ­მი­ვად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას და იმ გა­რან­ტი­ებ­სა და სი­კე­თე­ებს, რი­თიც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ყვე­ლა ბავ­შვი სარ­გებ­ლობს. ამ გა­რან­ტე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ი­ცე­მა დას­კვნა და მშვი­ლებ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ან.


- ბავ­შვი­სა და მშვი­ლე­ბე­ლის კო­მუ­ნი­კა­ცია რო­გორ ხდე­ბა და რა ბა­რი­ე­რებს აწყდე­ბით?

- ბა­რი­ე­რე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი, თუნ­დაც კვე­ბის კუ­თხით, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ოჯა­ხე­ბი იმ­დე­ნად კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი, იმ­დე­ნად დე­ტა­ლებ­ში ვი­ცით მათ შე­სა­ხებ და ბავ­შვის თა­ო­ბა­ზე ისე კარ­გად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, რომ ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან. ერთ ფაქტს მო­გიყ­ვე­ბით: ბავ­შვი 3-4 წლის იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად უსი­ნათ­ლო. მშვი­ლებ­ლე­ბი პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ, ერთ-ერთი უსი­ნათ­ლო ბავ­შვთა სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­ლდათ და სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ ძა­ლი­ან კარ­გად იცოდ­ნენ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბავ­შვის თვი­სე­ბე­ბი და მას­თან მო­პყრო­ბა.


თუმ­ცა, პრო­ცე­სი გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაც იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რად­გან უსი­ნათ­ლოს­თან ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ მოხ­დე­ბო­და. ჩვენ­და გა­სა­ოც­რად, მშვი­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. ძი­რი­თა­დი ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბი ნას­წავ­ლი ჰქონ­დათ, ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბი და ან­და­ზე­ბი იცოდ­ნენ. გარ­და ამი­სა, ზო­გი­ერ­თი სი­ტყვის წე­რაც კი ის­წავ­ლეს. მათი თავ­სე­ბა­დო­ბა შედ­გა. პრაქ­ტი­კუ­ლად გა­უ­ცხო­ე­ბის მო­მენ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. ბავ­შვე­ბი იმ­დე­ნად ელო­დე­ბი­ან მშო­ბელს, რომ როცა იგე­ბენ დედა უნდა მი­ვი­დეს, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან.


თავ­სე­ბა­დო­ბის პრო­ცე­სი არც ისე­თი ხან­გრძლი­ვია. სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტი აფა­სებს და სა­სა­მარ­თლოს უგ­ზავ­ნის, შემ­დეგ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო იღებს. უა­რის თქმის მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, ყო­ველ­თვის თან­ხმო­ბა გვქონ­და.


- გაშ­ვი­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დენ ხან­ში ერთხელ ხდე­ბა ბავ­შვის შე­მოწ­მე­ბა და პრობ­ლე­მის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში მის ინ­ტე­რე­სებს ვინ იცავს?

- კა­ნო­ნი გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს და 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ 6 თვე­ში ერთხელ მიმ­ღე­ბი ქვე­ყა­ნა ან­გა­რი­შებს გვიგ­ზავ­ნის. ხოლო 18 წლამ­დე გა­ვაგ­რძე­ლებთ თუ არა შე­მოწ­მე­ბას, ეს უკვე ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ კო­მი­სია და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, 18 წლამ­დე უფ­ლე­ბა აქვს შე­ა­მოწ­მოს. ჩვენ თუ ვე­ტყვით, რომ უნდა გა­კონ­ტროლ­დეს, გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ და ან­გა­რიშს გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნი­ან, მაგ­რამ აქამ­დე უარ­ყო­ფი­თი შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია.


2017 წლამ­დე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და, რომ ყო­ველ წე­ლი­წადს შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა. ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა: გე­რის შვი­ლად აყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა იყო, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ქალი ახალ ზე­ლან­დი­ა­ში გა­თხოვ­და, მის­მა ქმარ­მა ცო­ლის შვი­ლი აიყ­ვა­ნა. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით წე­ლი­წად­ში ერთხელ შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა, ისი­ნი ამ­ბობ­დნენ რომ ისე­დაც ჩემი შვი­ლია და რაღა ან­გა­რი­შებს ითხოვ­თო, ჩვენც შევ­წუხ­დით და ბავ­შვი­ცო. ყო­ველ წელს მო­დის სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კი და ერთი და იგი­ვეს გვი­მოწ­მებ­სო. თუმ­ცა, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამას მო­ი­თხოვ­და და თა­ვა­დაც იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ამის შე­სა­ხებ. დღეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გან­ვლი­ლი ის­ტო­რი­ის შე­ფა­სე­ბით, ეს შე­მოწ­მე­ბა შევ­წყვი­ტოთ.


- რა შემ­თხვე­ვა­ში შვილ­დე­ბა ბავ­შვი სა­ქარ­თვე­ლო­დან სხვა ქვე­ყა­ნა­ში?

- ბავ­შვი სა­ერ­თა­შო­რი­სო გაშ­ვი­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რო­დე­საც სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბი­დან 8 თვეა გა­სუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში გაშ­ვი­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა ამო­ი­წუ­როს. ბავ­შვის უფ­ლე­ბაა, რომ ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გაშ­ვილ­დეს, თუმ­ცა როცა ვერ შვილ­დე­ბა, იწყე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გაშ­ვი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­გიც საკ­მა­ოდ დი­დია და თან უმე­ტე­სად ჯან­მრთელ და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­ზეა მო­თხოვ­ნა. რამ­დე­ნა­დაც სამ­წუ­ხა­რო არ უნდა იყოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნა­ზე მო­თხოვ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის! აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე 8 თვის გას­ვლის შემ­დეგ, სა­ერ­თა­სო­რი­სო პრო­ცე­დუ­რა იწყე­ბა. თუ არ­სე­ბობს ისე­თი ტი­პის გა­რე­მო­ე­ბა, რაც ვთქვათ ამ ბავ­შვის სწრა­ფად გაშ­ვი­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია ეს ვადა შე­ამ­ცი­როს.



ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930