გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: დაცული ტერიტორიების ფართობი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 393 ათასი ჰექტრით გაიზარდა და ამჟამად მისი მთლიანი ფართობი 912 862 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.1%-ია

29-05-2024

 „ევროპული დირექტივების შესაბამისად არის მომზადებული „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მოწონებულია მთავრობის მიერ და წარდგენილია პარლამენტში განსახილველად“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.


მინისტრის განცხადებით, ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაცული ტერიტორიების განვითარება სახელმწიფოსთვის  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.


ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის, უმნიშვნელოვანესია დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.


აღნიშნული მიდგომიდან გამომდინარე, დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში 393 ათასი ჰექტრით გაიზარდა და ამჟამად  მისი მთლიანი ფართობი 912 862  ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.1%-ია. დღეისათვის, საქართველოში, ჯამში, 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა.გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა და მიიღო გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი, რომლის ფართობი 15 ათას ჰექტარზე მეტია.


ამჟამად აქტიურ ფაზაშია მუშაობა რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების გაფართოებასთან დაკავშირებით. ასევე, მიმდინარე წელს, დაგეგმილია სამეგრელოსა და ზემო სვანეთის დაცული ტერიტორიების დასაარსებლად საბაზისო კვლევების განხორციელება, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.


„ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია სწორად და ეფექტურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი რომელიც ჩვენს უნიკალურ ბუნებას გააჩნია ეკოტურიზმის მიმართულებით. 2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა 1 078 112 ვიზიტორი, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ითაა (902 063 ვიზიტორი) გაზრდილი. ყოველწლიურად ველოდებით ვიზიტორების მნიშვნელოვან ზრდას, რაც ნიშნავს მეტ შემოსავალს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობას, ათასობით დასაქმებულს და ა.შ. ამისთვის აუცილებელია დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება,  რასაც ჩვენ წლებია აქტიურად ვახორციელებთ.რაც შეეხება სტატისტიკას, 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოწყობილია  19 ვიზიტორთა ცენტრი, 70-მდე ტურისტული თავშესაფარი, 2000 კმ-ზე მეტი სიგრძის 100 ეკოტურისტული ბილიკი.  2023 წელს მოეწყო ღამის განათება (3D) მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის ტერიტორიებზე, რამაც კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ეს ადგილები ვიზიტორებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით ინვესტირებას და ამაში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორი. მიმდინარე წელს დაგეგმილია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რაც თბილისის მიმდებარედ კიდევ ერთ სარეკრეაციო სივრცეს გააჩენს ჩვენი მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930