გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით - ერთადერთი სფერო, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო და ეს სფერო საჭიროებდა მოწესრიგებას

30-05-2024

მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება. ერთადერთი სფერო, სახელმწიფოში, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სფერო საჭიროებდა გამჭვირვალობას და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო.


„ზოგადად, რაც შეეხება გამჭვირვალობას საქართველო არის გამორჩეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს ეხება მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების გამჭვირვალობას, ეს ეხება მთავრობის გამჭვირვალობას. მე პირადად, მივიღე გადაწყვეტილება, ყველა სამთავრობო განკარგულების თუ დადგენილების გასაჯაროების თაობაზე და ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსიც არის ამის კიდევ ერთი დასტური. მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, ჩვენი საერთო დამოკიდებულება. ერთადერთი სფერო, სახელმწიფოში, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო. შესაბამისად, ეს სფერო საჭიროებდა მოწესრიგებას, გამჭვირვალობას და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, რომელიც დააინიცირა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. გამჭვირვალობა არის ევროპული ფასეულობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა სფეროში", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930