გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: საქართველოში „მაიდანი“ ვერ მოხდება, დასავლელმა ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე - ვადაგასული რევოლუციური სცენარები ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება

30-05-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება“ და ასევე საზოგადოებას გაახსენა, თუ რა იყო მაიდნის შედეგები უკრაინაში.


აბაშიძის თქმით, „ომის პარტიას“ დიდი იმედგაცრუება ელის, ვინაიდან ვადაგასული რევოლუციური სცენარი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მოერგება.


„ძალიან დიდი იმედგაცრუება ელით „ომის პარტიას“ და მის გოშიებს - საქართველოში „მაიდანი“ ვერ მოხდება. დასავლელმა ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ ქართული საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე ჩვენს ქვეყანაში. ვადაგასული რევოლუციური სცენარები კი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება, მით უმეტეს, როცა ოპოზიციას წარმოადგენენ მარგინალი ბოროტი ჯამბაზები,“ - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031