გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველად ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ლგბტ ფესტივალი გაიმართება

30-05-2024

1-ელ ივნისს მსოფლიო მასშტაბით „ღირსების მარში“ იწყება.


პირველად უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ლგბტქ+ თემის წევრების უფლებებისა და მათი ხილვადობის მხარდასაჭერად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ NV Life იუწყება.


KyivPride 2024-ის ორგანიზატორების თქმით, „უკრაინაში პრაიდი არის პლატფორმა ადამიანის უფლებებისთვის, ბრძოლისთვის და დიდი ომის პირობებში, ეს არის შესაძლებლობა დამატებითი დახმარების მოზიდვა მოხდეს მათთვის, ვინც თავის დამოუკიდებლობას იცავს“.


თანასწორობის მარშის გარდა, ღონისძიების პროგრამა მოიცავს საქველმოქმედო ფესტივალს, საიადანაც შესული თანხები ქვეყნის დამცველებს მოხმარდება.

ფესტივალი KyivPride, რომელიც კიევის ხელოვნების ცენტრში 9 ივნისს გაიმართება, სხვადასხვა ღონისძიებებით იქნება წარდგენილი: ლექციებიდან და დისკუსიებიდან მასტერკლასებამდე და მუსიკალურ პროგრამამდე.


თანასწორობის მარში კი, კიევში 16 ივნისს გაიმართება უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031