გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ვხედავთ, რომ პროტესტანტების რაოდენობა გარკვეულ ნიშნულზე გაიყინა, ეს რაოდენობა კი, რომელიც წარმოადგენს მათ ელექტორალურ და სამობილიზაციო რესურსს ოქტომბრის არჩევნებზე, ნამდვილად არ არის საკმარისი მოსაგებად

30-05-2024

ერთი თვეა, ვაკვირდები ამ მრავალჭირნახული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს. რა გამოიკვეთა სადღეისოდ? აქციების აღმასვლების, ლატენტობის თუ მინავლების ფაზებმა, თითქმის მთლიანად გამოაშკარავა მათი შიდა თუ გარე რესურსები - ადამიანური, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა გარკვეულ ნიშნულზე გაიყინა და აღარ იმატებს, რის მიზეზადაც ასახელებს საპროტესტო მუხტის სიცრუეზე და ზნეობის ნორმების გადაბიჯებაზე აგებას.


ექსპერტი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებმა და მათმა მხარდამჭერებმა, თავად ააგეს გაუცხოების კედელი დანარჩენ საზოგადოებასთან, რომელიც რიცხობრივად მათზე ბევრად მეტია.


„ერთი თვეა, ვაკვირდები ამ მრავალჭირნახული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს. რა გამოიკვეთა სადღეისოდ? აქციების აღმასვლების, ლატენტობის თუ მინავლების ფაზებმა, თითქმის მთლიანად გამოაშკარავა მათი შიდა თუ გარე რესურსები - ადამიანური, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური.


აქციებში მონაწილეთა და მათ მხარდამჭერთა რაოდენობამ, მიაღწია რა მაქსიმალურ ზღვარს, ზრდის პოტენციალი დაკარგა. ყველა ვხედავთ, რომ პროტესტანტების რაოდენობა გარკვეულ ნიშნულზე გაიყინა და აღარ იმატებს. ეს რაოდენობა კი, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს მათ ელექტორალურ და სამობილიზაციო რესურსს ოქტომბრის არჩევნებზე, როგორც ადრე ვწერდი, ნამდვილად არ არის საკმარისი არჩევნების მოსაგებად.

საპროტესტო მუხტის და მასშტაბის დეგრადაცია იწყება მაშინ, როდესაც ის სიცრუეზე და ზნეობის ნორმების გადაბიჯებაზეა აგებული. აქციის მონაწილეებმა კი ამ მხრივ რეკორდები მოხსნეს. მარტო ქუჩების და მოედნების გადაკეტვა და ათასობით მოქალაქისთვის დისკომფორტის შექმნა, პარლამენტართა შვილებზე სრულიად ამაზრზენი ფსიქოლოგიური ზეწოლა და ბულინგი, საჯარო მოხელეებზე რეპრესიების დაანონსება, დასავლეთის მოხმობა დამხმარედ და სხვა .... რომელი ერთი ჩამოვთვალო!


ქართული საზოგადოების უმრავლესობაში ვერასოდეს მოიპოვებს სიმპათიას ის, რაც სცილდება მორალს, ქართულ ტრადიციებს, თუ გნებავთ ქართულ გაგებას. არ დაუჭერს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მათ მხარს, რაოდენ უკმაყოფილოც არ უნდა იყვნენ ხელისუფლებით. მიტინგის მონაწილეებმა და მათმა მხარდამჭერებმა, რომლებიც კეთროვნებად უპირებენ გამოცხადებას ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება, თვითონ ჩაიყენეს თავი ასეთ მდგომარეობაში. მათ თავად ააგეს გაუცხოების კედელი დანარჩენ საზოგადოებასთან, რომელიც მათ რიცხობრივად ძალიან სჭარბობს. თუმცა, ესმით მათ ეს? ვეჭვობ, რომ არა“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930