31-05-2024
„ძალადობა, ნებისმიერი მხრიდან ჩვენთვის მიუღებელია,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ. მისი თქმით, ძალადობა და ბულინგი, რომელიც მმართველი ძალის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებზე ხორციელდება წინა ხელისუფლების ხელწერაა.
„მთლიანი ჯაჭვი, რომელიც მათ დაგეგმილი ჰქონდათ, ძალიან გამოაშკარავდა,“ - აღნიშნა მან.
„ძალადობა, ნებისმიერი მხრიდან ჩვენთვის მიუღებელია. დღეს, როდესაც გამჭვირვალობის კანონი მიღებულია და ვეტოც დაძლეულია, მათ მეტი არაფერი დარჩათ, გარდა ძალადობისა და ბულინგისა. ყველა კარტი მაგიდაზე გადმოალაგეს და ყველანაირად ცდილობენ, როგორმე დააშინონ თუ დაამუნათონ ადამიანები.
თუმცა, ერთ რამეში ძალიან ცდებიან - ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯში. ჩვენ მხარეს არის სიმართლე. პერსონალურად მეც და უმრავლესობა ადამიანების, რომელიც ჩვენ მხარს გვიჭერს, ი საქციელი, რომელსაც ოპონენტები ჩადიან - ბულინგი, სიბინძურე, შეურაცხყოფა, პირიქით გვაძლიერებს, მათთვის კი, ნებისმიერ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულია. როდესაც არ შედიხარ კანონის განხილვაში და გადადიხარ აგრესიაში, უნდა იცოდე, რომ ეს აგრესია წამგებიანია. სიმართლე ჩვენს მხარესაა. მთლიანი ჯაჭვი, რომელიც მათ დაგეგმილი ჰქონდათ, ძალიან გამოაშკარავდა“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.