2-06-2024
„ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ ინფორმაციის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ NED-ის, EED-ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ.
ანალიტიკოსის თქმით, აქამდე ნაცმოძალადეთა ქმედებები ანეკდოტურად შეშფოთებულთა წიაღიდან არავის დაუგმია, შესაბამისად ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი - ევროპულ თუ ამერიკულ სხვადასხვა ორგანიზაციებს აწყობთ სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში.
რაც, აბაშიძის თქმით, პარტნიორობის ჩარჩოებიდან გასული მიუღებელი პრაქტიკაა.
„ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ. აქამდე ნაცმოძალადეთა ქმედებები ანეკდოტურად შეშფოთებულთა წიაღიდან არავის დაუგმია, შესაბამისად ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი - ევროპულ თუ ამერიკულ სხვადასხვა ორგანიზაციებს აწყობთ სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში. ეს პარტნიორობის ჩარჩოებიდან გასული მიუღებელი პრაქტიკაა. ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები დროულად უნდა გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. სპონსორობის გამჭვირვალობაც დაგვანახონ, სანამ შესაბამისი ქართული კანონის აუცილებელი რეგულაციები ამოქმედდება“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.