გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საუბრები "გამჭირვალობის კანონზე" იურიდიულ ჭრილში - პლათფორმა "თერგი" განცხადებას ავრცელებს

2-06-2024

პლათფორმა "თერგი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"პლათფორმა "თერგი" შექმნილია სტუდენტების მიერ, რათა გააერთიანოს ქართველი ახალგაზრდები, სტუდენტები, საინიციატივო ჯგუფები და სხვადასხვა ორგანიზაციები. პლათფორმა ატარებს ახალგაზრდულ პოლიტიკას და თავიდან ბოლომდე მიმართულია მათ საჭიროებებზე. ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტამ თუ იცის რეალურად რა ბერკეტები ეძლევა მთავრობას "გამჭირვალობის კანონის" ძალაში შესვლის შემდგომ და რა გამოწვევების წინაშე დადგება, როგორც ხალხი, ასევე სახელმწიფო.


სწორედ ამიტომ, პლატფორმა გიწვევთ აღნიშნული კანონის განხილვაზე იურიდიულ ჭრილში, რომელსაც გაუძღვებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სფიქერები.


ასევე, ღონისძიებას დაესწრებიან მედია საშუალებები. განხილვის დასასრულს, იქნება Q&A სესია, რაც გულისხმობს კითხვა-პასუხის რეჟიმს და ყველას შეეძლება კითხვებზე რელევანტური პასუხების მიღება. ღონისძიებაზე დამსწრეთა ასაკი შეზღუდული არ არის" - ნათქვამია განცხადებაში. 


ღონისძიება ჩატარდება 3 ივნისს (ორშაბათს) 17:45 საათზე, უნივერსიტეტ ალტერბრიჯში

მის.: ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი #67

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: 

https://forms.gle/QRB7f4iTRiNQxKeH7

❗რეგისტრაციას შეძლებთ 2024 წლის 2 ივნისის 18:00 საათამდე

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნინა ქორქია - თერგის ერთ-ერთი დამფუძნებელი

 platformtergi@gmail.com

 551 46 00 42

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930