15-01-2018
მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ოთარ აბესაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. აბესაძემ დახმარებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ყველა პირობის შესრულებას გეგმავს, რაც მას სასამართლომ დააკისრა.
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ასეთი სოლიდარობა გამოიჩინა ჩემ მიმართ. ასევე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო ყველას ასეთი დიდი უხერხულობისთვის. ყველაფრის ზედმიწევნით შესრულებას ვაპირებ, რაც სასამართლომ დამაკისრა. გაგრძელდება პროცესები და ამას დააკვირდებით თქვენც“-განაცხადა აბესაძემ.
მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლეს.
აბესაძე პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.