გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ თსუ-ში იაპონური ჩაის ცერემონიას უმასპინძლა

3-06-2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ იაპონური ჩაის ცერემონიას და იაპონური თეატრის წარმოდგენას თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა, რომელსაც საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, საელჩოს წარმომადგენლები, თსუ იაპონისტიკის სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, –აღნიშულ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიეორთობების დეპარტამენტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიმართა ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონია, რომელსაც იაპონიიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები – ჩაის ცერემონიის ოსტატი ტოშიკო ონერი და კიოგენი, მსახიობი კომაკი იუ უძღვებოდნენ. იაპონელი სტუმრები მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან.


თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩსა და სტუმრებს საინტერესო ღონისძიების გამართვისთვის და ისაუბრა ჩვენი ქვეყნის, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაპონიის ურთიერთობაზე.


„ჩვენ ქვეყნებს მნიშვნელოვანი ისტორიული ურთიერთობა აქვს უკვე დიდი ხანია. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გვხვდება ცნობები იაპონია-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს იაპონიის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ თსუ არის რეგიონში პირველი ადგილი, სადაც დაარსდა იაპონიის კვლევის ცენტრი, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს და ჩვენი სტუდენტები წლებია იაპონიის კულტურას, ისტორიასა და ენას საფუძვლიანად ეცნობიან და სწავლობენ. ჩემი სურვილია ეს თანამშრომლობა გაღრმავდეს განათლების კუთხით, რადგან ქართულ-იაპონურ ურთიერთობას ეკონომიკის თვალსაზრისით დიდი მომავალი აქვს,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ მადლობა გადაუხადა თსუ რექტორს მასპინძლობისთვის და დაინტერესებულ საზოგადოებას „ჩაის ცერემონიის“ ტრადიციასა და კულტურულ მნიშვნელობაზე ესაუბრა.


„მოხარული ვარ, რომ ამ ტრადიციას დღეს თსუ მასპინძლობს. ჩაის ცერემონია გულისხმობს ტრადიციული წესების და ეტიკეტის თანახმად იაპონური დაფქული მწვანე ჩაის მომზადების, მირთმევისა და დალევის პროცედურას. რიტუალი 400 წლის წინ ჩამოყალიბდა და დღესაც უნიკალური იაპონური კულტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად რჩება.“ - განაცხადა ელჩმა.


ჩაის ცერემონია ანუ ჩანოიუ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალიზებულ მომზადებასა და მათ გამასპინძლებას. იაპონური ჩაის ცერემონიალი , განეკუთვნება ყველაზე უნიკალურ ხელოვნებათა რიგს. იგი ასრულებს არსებით როლს იაპონელების სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.


ჩაის ცერემონიალი მკაცრად დადგენილი რიტუალია , მასში მონაწილეობენ ჩაის ოსტატი , რომელიც ადუღებს ჩაის და ფინჯნებში ასხამს , და ისინი, ვინც ესწრება ამ ცერემონიალს და სვამენ ჩაის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930